пятница, 24 ноября 2017 г.

ფილმები, რომლებიც მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე გვიყვება

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მიდგომების გამოყენება სწავლებაში

четверг, 9 ноября 2017 г.

კვლევის წარმართვისათვის

როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა?
იხილეთ ბმული https://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201

როცა პირველად კვლევა დავგეგმე, არანაირი ტრენინგი არ მქონდა გავლილი, ნორმალური მასალაც კი ვერ მოვიძიე ნტერნეტში და ბევრი ვიწვალე :)
ახლა კი მეჩვენება, რომ კვლევა ყველაზე საინტერესო და საკმაოდ ადვილი პროცესია, მთავარის სწორად შეარჩიო საკვლევი თემა, სწორად განჭვრიტო პრობლემა და ა.შ.

იქნებ ჩემი კვლევებიც გამოგადგეთ

პედაგოგიური საქმიანობის კვლევა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

воскресенье, 11 июня 2017 г.

ლიტერატურული ტექსტი და მედიატექსტი (გაკვეთილის გეგმა)

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის                                               
ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
ნინო ნასყიდაშვილი

გაკვეთილის გეგმა

2017 წ.
ლიტერატურული ტექსტი და მედიატექსტი
(სეთურის ეპიზოდი ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხიადან’’) 
გაკვეთილის თემა
სწავლების საფეხური, კლ.
საბაზო საფეხურის მე-9 კლ. (მეცხრე-მეხუთე)
მოსწავლეთა რაოდენობა
29
გაკვეთილის
დროითი ჩარჩო
1 გაკვეთილი - 45 წთ.

გაკვეთილის მიზნები

და

მოსალოდნელი
შედეგები
1.    მედიაწიგნიერების ხელშეწყობა (მედიატექსტების ანალიზის უნარის განვითარება).
2.    დისკუსიაში მონაწილეობის უნარის გამომუსავება
3.    უნარები: კოგნიტური უნარების (მსჯელობის, ანალიზის, სინთეზის უნარების, რეფლექსიური აზროვნების, საკუთარი მოსაზრების გადმოცემის უნარების) განვითარების ხელშეწყობა; 
გაკვეთილის მსვლელობისას და შედეგად
ü  მოსწავლეებს განუვითარდებათ მედიატექსტების ,,წაკითხვისა’’ და ინტერპრეტაციის უნარები;
ü  მოსწავლეებში გააქტიურდება კოგნიტური (მსჯელობის, ანალიის სინთეზის) უნარები მსგავსება-განსხვავებასა თუ ემოციურ დატვიღტულობაზე მსჯელობას).
ü  მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიაში მონაწილეობას,საკუთარი მოსაზრების გადმოცემასა და არგუნეტირებას;
ü  რუბრიკის მიხედვით, შეძლებენ თვითშეფასებას;
ესგ-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
·          აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
·          აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., „თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“); 
·          განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების და ა.შ.);
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს, ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.), შეადგენს გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.;
·          აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;
·          ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
·          სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამხვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·          აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·          ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს, სპექტაკლებს და სხვ.
გაკვეთილის ჩატარების წინაპირობა
Ø  მოსწავლეებს ნასწავლი უნდა ჰქონდეთ ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხიას’’ ზემოხსენებული ეპიზოდი
Ø  მოსწავლეები მინიმალურ დონეზე მაინც უნდა ფლობდნენ მსჯელობის, არგუმენტირების, ანალიზის, სინთეზის, დისკუსიაში მონაწილეობის უნარებს;

მედიატექსტის შერჩევის საფუძვლები
Ø  ბავშვებისთვის მუდამ საინტერესოა წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის გაცნობა.
Ø  ისინი გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებსა და ემოციებს და თავისთავად ადარებენ ლიტერატურულ და მედია ტექსტებს ერთმანეთს, რის საფუძელზეც ბუნებრივად მიდიან ლოგიკურ დასკვნებამდე - რომ კითხვისას ბევრად აქტიურად მოქმედებს მკითხველის წარმოსახვა, რომ მკთხველი თავად რეჟისორია. ეს აზრი კი თავად ბადებს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს და იბადება კითხვა: წიგნი თუ ფილმი? რასაც მივყავართ დისკუსიამდე. ამრიგად, გაკვეთილ ლოგიკურ თანმიმდევრობას მიჰყვება და ბუნებრივი ხდება ყოველი აქტივობა
მსვლელობა ნაბიჯ-ნაბიჯ
(აქტივობები და დრო)
A ფაზა
გაკვეთილი მიზნების გაცნობა, სიის ამოკითხვა.
აქტივობა I _ გამოწვევა
რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოებები? კითხვის დროს თუ გქონიათ მომენტი, როცა თითქოს თვალნთლივ ხედავ პერსონაჟებს? არსებობს თუ არა/ გინახვათ თუ არა თქვენი საყვარელი ნაწარმოებების ეკრანიზაცია? რომელი უფრო ეფექტურად მოგეჩვენათ? ხომ არ გაგიცრუვდათ იმედი?
დრო 5 წთ.

B ფაზა
აქტივობა I - ზოგადი ინფორმაცია ფილმზე (მცირე სლაიდშოუ)
დრო -2 წთ.
აქტივობა II  - ,,დათა თუთაშხიას’’ ნაწყვეტი - სეთურის ეპიზოდი (იხილეთ ბმული https://youtu.be/Db7HZQWjZNI )
დრო: 7-10 წთ.

აქტივობა III   -  მოსწავლეთა შთაბეჭდილებები - მოგეწონათ თუ არა ნაწყვეტი, რომელი მომენტი იყო ყველაზე მეტად შთამბეჭდავი?
დრო: 2 წთ.

აქტივობა IV-  წყვილებში შეაჯერეთ მოსაზრება - რომელი გმირი იყო ყველაზე ახლოს ლიტერატურულ ,,სახესთან’’ და რომელი გმირი მოგეჩვენათ ლიტერატურილი პირველსაწყისისთვის ,,შეუფერებლად’’? მოსაზრება დაასაბუთეთ.
დრო: 6-8 წთ.
აქტივობა V  - დისკუსია - საჭიროა თუ არა ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაცია?
დრო - 5-7 წთ

C ფაზა
აქტივობა I _ საშინაო დავალება
უყურეთ ,,დათა თუთაშხიას’’ რომელიმე ეპიზოდს ჩემს ბლოგზე (http://moscavleebs.blogspot.com/2017/06/blog-post_1.html)
და წერილობით გადმოეცით:
1)      ეპიზოდის მთავარი სათქმელი;
2)      გმირის დახასიათება;
3)      თქვენი შთაბეჭდილება/დამოკიდებულება.

დავალება შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე - http://moscavleebs.blogspot.com/
აქტივობა II _ შეფასება
განმავითარებელი  და თვითშეფასება (რუბრიკით)
აქტივობა III - გაკვეთილის რეფლექსია (შთაბეჭდილება/ემოცია; რა მომეწონა; რას შევცვლიდი; რას ვისურვებდი სამომავლოდ).
დრო: 3-4 წთ.
შეფასება
განმავითარებელი შეფასება;
მოსწავლეთა თვითშეფასება რუბრიკით.
საკლასო მენეჯმენტი
ფურცლები, კალმები, კომპიუტერი, პროექტორი და შესაბამისი სლაიშოუ; შეფასების რუბრიკები; ნაწყვეტი ფილმიდან.
საგანმანათლებ-ლო რესურსები
გაკვეთილის ელქტრონული რესურსების შექმნისათვისათვის გამოვიყენე: Microsoft PowePoint Presentation; გარკვეული მასალების მოსაპოვებლად - Googl-ის საძიებო სისტემა.
საშინაო დავალება შეუძლიათ ჩაინიშნონ ან მოძებნონ ჩემს ბლოგზე- http://moscavleebs.blogspot.com/
ბმულები: http://ncp.ge/ge/activities/diskusia


ელექტრონული რესურსი
რეფლექსია/ინსტრუქცია

მედიაწიგნიერება დღეს დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სასწავლო პროცესში. მედიატექსტი ხშირად გვეხმარება ლიტერატურული ტექსტის გასააზრებლად; საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ, გავავლოთ პარალელები, გამოვიტანოთ დასკვნები.
ამრიგადმედიატექსტები გამოგადგებათ კოგნიტური უნარების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ის იწვევს ინტერესს მოსწავლეებში, რაც უმთავრესი წინაპირობაა მოტივაციის ამაღლებისა, მოსწავლეთა ჩართულობისა გაკვეთილში. სწორედ ამიტომ, თავად არაერთი გაკვეთილი დავუთმე მედიაწიგნიერებას, როგორც გამჭოლ კომპეტენციას და გადავწყვიტე, ერთგვარი რესურსიც შემექმნა, თუნდაც დამწყები პედაგოგებისთვი, რომელთაც ეს რესურსი და იქვე წარმოდგენილი ჩემ მიერ მოძიებული მერდიატექსტები, დაეხმარება თუნდაც მსგავსი აქტივობების დაგეგმვში. თუმცა, ამ გეგმის გამოყენება სრულიად შესაძლებელია, როორც მოდიფიცირების გარეშე (მეცხრე კლასში), ასევე მცირე სახეცვლიებით მერვე ან მეცხრე კლასებში. იქვე წარმოდგენილი (მოძიებული) მედიატექსტები გამოადგებათ პედაგოგებს საბაზო საფეხური ნებისმიერ კლასში, ასევე დაწყებითი საფეხურის კლასებშიც, მესამედან ზემოთ, რადგან საქმე ეხება მცირე ფორმის ვიდეორგოლებსა და ანიმაციებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ისტ-ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და მედიატექსტების არეალი იმდენად ვრცელია, რომ ძალიან ძნელია, ღირებულის შერჩევა, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდები ყველაფრით ინტერესდებიან, ყველაფერს განურჩევლად უყურებენ და უსმენენ. სოციაურ ქსელებში, ტელევიზორსა თუ სხვადასხვა საიტებზე არ იფილტრება მასალა და. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამაღლდეს მედიაწიგნიერების დონე. მოსწავლეებს მხოლოდ ლიტერატურული გემოვნება კი არა, მედიატექსტებისამი მიდგომაც უნდა ჩამოვუყალიბოთ. ამისთვის კი საინტერესო და აზრობრივად დატვირთული მედიატექსტების შერჩევაა საჭირო.
ეს რესურსი აძლევს მასწავლებლებს მზა მასალასაც და საფუძლველსაც იმისათვის, რომ ახალი, ახლებური გაკვეთილები დაგეგმონ.
შეიძლება, რთული და ვრცელი ლიტერატურული ნაწარმოებიდან ისეთი ეპიზოდი შეარჩიოთ, რომელიც საბაზო საფეხურის ნებისმიერ კლასში გასაგები იქნბა მოსწავლისათვის. იდეის ,,ამოხსნაში'' კი ბავშვებს, შეიძლება, სრულიად მარტივი მედიატექსტი დაახმაროს. ეს სიმარტივე და სირთულე ერთმანეთს ისე აბალანსებს, რომ ბავშვებისათვის ყველაფერი ადვილადგასაგები ხდება, მთავარია, ლიტერატურულ ტექსტსა და მედიატექსტს შორს იყოს არსებითი კავშირი.
გაკვეთილის გეგმა და სხვა დამატებითი მასალა-მაგალითები სრულად შეესაბამება ესგს (ამის დასტურია ის, რომ თავად გეგმაშია მოყვანილი მუხლები ესგდან).
ამ გეგმის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილი, ვფიქრობ, საკმაოდ ფექტური იყო, რასაც მოწმებს ფოტო-ვიდეო მასლა - http://nino42.blogspot.com/2017/06/blog-post_2.html
ეს გეგმა, შეიძლება, მოარგოთ თქვენს ასაკობრივ კატეგორიას, ესგ მუხლები შეურჩიოთ და მიზნად დაისახოთ თუნდაც ერთი რომელმე მნიშვნელოვანი უნარის გააქტიურება (დავუშვათ,, მსჯელობის უნარისა). მაგალითად, გაკვეთილზე, რომელზეც მულტფილმს ვუყურეთ, სწორედ მსჯელობი უნარის გამმუშევება და საკუთარი მსაზრების გამოხატვაა წარმმართველი.
რაც შეეხება კენჭებით შექმნილ ბიბლიურ ამბავს ეს მეტად კრეატიული ვიდეო მოსწავლეებს დამატებით გაუაქტიურებს შემოქმედებით უნარებს და შეიძლება, თავადაც მოიფიქრონ რაიმე მსგავსი, თავადაც გაუჩნდეთ სურვილი, თუნდაც უბრალოდ ფოტოებისგან ან ნაძერწებისგან ამბის აწყობა-გადაღებისა.